ია აბულაშვილი
05.02.2019

 „ძალიან უცნაური განცხადებაა თავისი შემართებით. ეტყობა ვერ ხვდებიან რა სიტუაციაში არიან. არ მესმის რად უღირს ამ ხელისუფლებას გადაარჩინოს „ნაციონალების“ დატოვებული სასამათრლო?“ -  ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას,  სადაც სასამართლო სისტემაზეა საუბარი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

„ძალიან უცნაური რაღაც ხდება. ეტყობა მართლაც ვერ  ხვდებიან რა სიტუაციაში არიან.  მთელი საზოგადოება ამბობს, რომ ეს სასამართლო სისტემა არ ვარგა, ისინი კი მაინც  ებღაუჭებიან.  

„ამ განცხადებას მე დავარქმევდი წყალწაღებული ხავს ეკიდებოდა. რეალობიდან არიან  ამოვარდნილი და მაინც უნდათ გადაარჩინონ „ნაციონალების“ დატოვებული სასამართლო. 

ბიძინა ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა  სიტუაციის დასალაგებლად. ეს ერთი წელიც მალე გავა და საინტერესოა, მერე რას იტყვიან, ისევ ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებენ? ამ მეთოდებით აპირებენ ჩაგვაბარონ  წლის ბოლოს ანგარიში? ეს არის რეფორმა?

„ამ ფონზე ოპოზიცია არჩენების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს და ერთიანდება, რაც  სწორია. თუ   პროპორიცულ საარჩენო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებითაც  უარს იტყვიან, კრიზისი უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×