დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას უპასუხა, სადაც არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ისინი დაიცავენ მოსამართლეებს, რომლებიც იცავენ კანონს და საჯარო ინტერესს.
"ამ მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, ხელფასიც კარგი აქვთ, დაცულებიც არიან, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?! ამ მოსამართლეების წინაშე უნდა დავტოვოთ ხალხი?! გვახსოვს ისინი რას უკეთებდნენ მოსახლეობას. ეს ის მოსამართლეები არიან, დასცინოდნენ ნაწამებ ბიჭებს, რომლებიც იარებს აჩვენებდნენ. არ მგონია ამაზე მეტი დაცვა სჭირდებოდეთ მოსამართლეებს, რაც უკვე აქვთ", - განაცხადა ფოფხაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე