რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) პუბლიცისტი დავით კალანდია მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის გვერდებზე უარყოფით კომენტარებს ეხმაურება.

"სახელების გარეშე!

გარდაცვლილ ქართველ მსახიობ ქალზე, მყრალი მიშისტების მყრალ გვერდებზე ისეთი სიმყრალე წავიკითხე, რომ... მერამდენედ გავიქეცი და უბნის სამრეკლოში სანთელი დავანთე, მადლობა გადავუხადე იმას, ვინც ზემოდან, ზეციდან გვამრთავს, რომ მიშისტი არა ვარ!

მადლობა ღმერთს, რომ მიშისტი არა ვარ!

მერე დავჯექი და ვიფიქრე, აი, ვინმე მაგათანი რომ მოკვდეს, ასეთ სიბინძურეს თუ დავწერ?

ვიფიქრე-ვიფიქრე, და...

აი, მაგათი მთავარი ზოიდი რომ გაგორდეს - მეთქი, რამე საზიზღრობას დავწერ მაგაზე?

ვზივარ, ვფიქრობ!

და ბოლოს მივხვდი, რომ არა.

არაფერს დავწერ.

არც ცუდს, არც საზიზღარს, არც მყრალს.

და იმიტომ კი არა, რომ მე უაღრესად კარგი და განსაკუთრებული ადამიანი ვარ.

არა.

უბრალოდ, მე საშუალო- სტატისტიკურად ნორმალური ადამიანი ვარ.

ისევე, როგორც ყველა ჩემი ახლობელი და ამხანაგი.

. . .

ახლა, რასაკვირველია, თავი დავიმდაბლე, მე უაღრესად კარგი, გადასარევი, სიკეთით სავსე ადამიანი ვარ, გამორჩეული ჭირსა თუ ლხინში, ბაღსა თუ ბოსტანში, თეატრსა თუ ზოოპარკში, ფქვილსა თუ ქატოში, ჟანგსა თუ მიწაში.

მაგრამ ვიმედოვნებ, რომ სხვა ჩემიანი არ ჩამომრჩება დიდად.

ჩამომრჩება, მაგრამ არა დიდად!

. . .

ამდენი ღვარძლი და ნაგავი ამ მცირერიცხოვან ხალხში საიდან არის, აზრზე ვერ მოვდივარ და ხიდზე ვერ გავდივარ", - წერს დავით კალანდია.

 

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×