ია აბულაშვილი
06.02.2019

 "არ მესმის რა კულტურის ცენტრის გახსნაზეა საუბარი, როცა ქვეყანამ კულტურა დაკარგა, დღეს რომ კულტურის მოღვაწეები და მათი მესვეურები გვყავს, სასახლეში კი არა, იქიდაn უნდა გამოყარო.

უზარმაზარ სამინისტროსთან კულტურის სფეროს გაერთიანებით კი საერთოდ სილა გააწნეს კულტურას" - ასე ეხმაინება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მმართველი პარტიის გადაწყვტილებას პრეზიდენტის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა, თუმცა, როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მიიღებენ. არის მეორე ვერსიაც, რომ სასახლე მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად იყოს გამოყენებული.

"თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ხალხს რაღას ეკითხებიან, კულტურის მუზეუმი გაიხსნება თუ მაღალი რანგის სტუმრებს მისაღებად გამოიყენებენ, ამ შენობას ადრე სხვა რა ფუნქცია ჰქონდა? მიეღო მაღალი რანგის სტუმრები. ახლა სალომე ზურაბიშვილი ათონელზე იჯდება და სტუმრებს სასახლეში მიიღებს? ეს არც შაჰაბაზს ღირსებია და არც ბურბონებს, სრული იდიოტიზმია.

"ქვეყანას კულტურა აღარ აქვს და რა კულტურის ცენტრის გახსნაზეა საუბარი, ჩვენ რომ კულტურის მოღვაწეები და მათი მესვეურები გვყავს, სასახლეში კი არა, იქიდან უნდა გამოყარო და "კუხნაში" შეუშვა.

"დღეს მწერალი, პოეტი, მხატვარი, არქიტექტორი ის არის, ვინც "მეფესთან" ახლოსაა. ჩვენ ხომ ნაღდი აღარაფერი გვაქვს. თუ კულტურის ქვეყანა ვართ, ჩვენი პოლიფონია გვქავს, ფოლკლორი, მაშინ კულტურის სამინისტრო ცალკე ერთეული რატომ არ არის, განათლებასაც, განათლების მინისტრსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უზარმაზარ სამინისტროსთან გაერთიანებით სილა გააწნეს კულტურას" - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×