რეზონანსი
07.02.2019

 (რეზონანსი) "მთელი ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ერთხელ არ გამოსულა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. არასოდეს გვიხმარია ეს მეთოდი, რადგან ეს არის ჩემი ფუნდამენტური შეხედულება, რომ პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ "ფეისბუქ"- გვერდზე გავრცელებულ ვიდეო ჩართვაში ამბობს.

"ჩემი პრეზიდენტობისას, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ და მეტჯერ, ხოლო ივანიშვილის 6 წლის განმავლობაში - შემცირდა. ოროსნებისთვის ვიმეორებ, ესეთებიც გვისმენენ და სისულელეებს ბეჭდავენ, რომ ჩემ დროს 4-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა, ხოლო ივანიშვილის დროს - შემცირდა", - აღნიშნავს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი დაჩი ცაგურია გამოეხმაურა:

"მორიგი სიცრუე!

არაერთხელ ჩემი დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებებში ცალკეულ პოლიტიკოსებზე მეუბნებოდნენ: (უკაცრავად და) "ეგაა ბოზი", "ის ესე შვება", "გინდა განახოთ ჩანაწერი?", "მაგას რომ ესალმები როგორ კოცნი" და ა.შ...

რაც ყველაზე მთვარია, ეტყობა დაავიწყდა 22 ათასივე ჩანაწერი მისი ბრძანებით რომ გააკეთეს", - წერს ცაგურია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ.

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×