ია აბულაშვილი
07.02.2019

 "თუ ასე გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილს გაუჭირდება საქართველოში დარჩენა და შეიძლება იფიქროს კიდეც დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, რომელმაც მას მილიარდელის თანამდებობა მისცა," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.

"ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის, რაც ხდება "ოცნებაში", კერძოდ საპარლამენტო უმრავლესობაში, რადგან ამის შესაძლებლობა თავად პარლამენტარებმა მისცეს ივანიშვილს, რომ ზეციდან დაექუხა თითოეული მათგანისთვის. წლებია მომსწრე ვართ შეჯიბრისა თუ რომელი პარლამენტარი უფრო მეტად ასიამოვნებს ჩვენს კადრებთუხუცეს და სულაც არ აინტერესებთ სად მუშაობენ, რა არის მიზანი, სამაგიეროდ მთავარი არის უპირობო ოცნება - ფული, ფული და ფული. არანიარი განსხავვებული აზრი, ანრანაირი ჯანსაღღი კრიტიკა ივანიშვილისთვის არ არსებობს, ის დარწმუნებულია, რომ თავად არის ყველაფერში მართალი. ადამიანების შერჩევის პრინციპი კი არის მისდამი 100%-იანი მორჩილება.

რაც შეეხება იმ პარლამენტარებს, რომელთაც "მეამბოხეები" შეარქვეს, ეკა ბესლიასთან 12-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, ერთად გამოვიარეთ ნაციონალური ხელისუფლბის პირობებში საქართველოში მიმდინარე მოვლენები. სხვათაშორის, 2009 წელს მისი ინიციატივით ჩამოვაყალიბეთ საზოგადოებრივი მოძრაობა და საკმაოდ დიდი დისკომფორტიც შევუქმენით მაშინდელ ხელისუფლებას. შემდეგ ეკა აქტიურად ჩაება "ქართულ ოცნებაში", მაგრამ მისი გონიერება სრულიად საკმარისი იყო დროულად დაეფიქსირებინა თავის მიუღებლობა ამ ხალხთან. ბესელია აღმოჩნდა საკუთარი ღირებულებების და ფასულობების დამცველი. როგორც ჩანს ჩვენი პარლამენტარი ქალები უფრო გამბედავები ყოფილან.

აქვს თუ არა ბესელიას იმის რესურსი, ახალი ნიშა დაიკავოს ქართულ პოლიტიკაში, უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ, მაგრამ მან უკვე საზოგადოების ისეთი ნდობა მოიპოვა, რომ რამდენიმე პარლამენტარს კი არა საზოგადოების დიდ ნაწილს შემოიკრებს და სასიკეთო საქმეებსაც გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ თუ ეკა ბესელია დატოვებს და განერიდება "ოცნებას", მის წინაღმდეგ ხმას ამოიღებენ ის პარლამენტარებიც, რომლებიც აქამდე დამუნჯებულები იყვნენ და საზოგადოებამ მათი არსებაობაც არ იცის. ეს იქნება მკაფიოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება - "არ შეარჩინოთ ასეთი დემონსტრაციული ნაბიჯი". ივანიშვილს ეშინია, რომ ბესელიას შეიძლება აჰყვეს მისი პარტიის არაერთი წევრი. ერთად ალბათ არა, მაგრამ თანდათანობით, როდესაც საბოლოოდ მიხვდებიან, ვისი "ოცნებისთვის" ირჯებოდნენ წლების მანძილზე. თუ ასე გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილს გაუჭირდება საქართველოში დარჩენა და შეიძლება იფიქროს კიდეც დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, რომელმაც მას მილიარდელის თანამდებობა მისცა," - განაცხადა "რეზოანსთან" სოსო ცისკარიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×