(რეზონანსი) ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე და შევქმნათ ისეთი გ ა რ ე მ ო, რომ ადამიანებმა, რომლებიც აქამდე აკეთებდნენ ბევრ ბ ო რ ო ტ ე ბ ა ს, დაიწყონ ბევრი ს ი კ ე თ ი ს კეთება. ანუ, ც უ დ ი ადამიანები უნდა გავხადოთ კ ა რ გ ე ბ ი. უნდა შევცვალოთ ს ი ს ტ ე მ ა ადამიანების ცვლილების გარეშე!" - ეს სიტყვები ეკუთვნის ბატონ ბიძინა ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ს! და ეს მან თქვა ჯერ კიდევ 2013 წელს!
ზუსტად მახსოვს, რადგან მაშინ ამაზე დავწერე სწორედ ჩემი პირველი ა ნ ტ ი ბ ი ძ ი ნ უ რ ი სტატუსი! და ვთქვი, რომ ასეთი მიდგომა არის უ ზ ნ ე ო ბ ა და ეს ძალიან კატასტროფულ შ ე დ ე გ ე ბ ს მოიტანს!!!!
ახლა მაინტერესებს, რომ ეცით ირაკლი კ ო ბ ა ხ ი ძ ე ს ეს ბიძინისტები და "ოცნებისტები" და პ უ ტ ა ვ თ, რა თქვა მან ისეთი, რაც ბიძინას არ უთქვამს?
კობახიძის და ივანიშვილის სიტყვებს შორის არის სხვაობა? ან ეს ეკა ბ ე ს ე ლ ი ა, ლევან გ ო გ ი ჩ ა ი შ ვ ი ლ ი ახლა რომ ალაპარაკდნენ "ფასეულობებზე" და "ღირებულებებზე" მაშინ რატომ ჩაიგუბეს პირში წყალი? სწორედ მისი ასეთი განცხადებების გამო დავიწყე მე ბიძინას საწინააღმდეგოპოსტების და საგაზეთიო წერილების გამოქვეყნება და ამიტომ ა მ ი თ ვ ა ლ წ უ ნ ე ს "ოცნებაში"!
და თქვენ კი, ქალბატონო ეკა, ბატონო ლევან და სხვებო! მთელი ეს 7 წელი ივანიშვილის ასეთ გამონათქვამებზე რეაქცია თითქმის არ გქონდათ, მერე ზ ა რ დ ი ა შ ვ ი ლ ი ს გვერდით "ერთ გ უ ნ დ შ ი" პარლამენტში დაჯდომა არ ითაკილეთ და მაინტერსებს, მაშინ სად იყო თქვენი ეს "ძვირფასი ღირებულებები"?
მინდა პირდაპირ გითხრათ - ჩემი აზრით, თქვენნაირ ადამიანებს "ქ ო ც ე ბ ი ც" ჯობიან და "ნ ა ც ე ბ ი ც"!!!! თქვენ,. თინა ხ ი დ ა შ ე ლ ს, ირაკლი ა ლ ა ს ა ნ ი ა ს, გუბაზ ს ა ნ ი კ ი ძ ე ს, ანი მ ი რ ო ტ ა ძ ე ს და სხვა მსგავსებს "ფასეულობები" მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როდესაც პ ი რ ა დ ა დ გეხებიან!!!! ამიტომ ა რ ვ ე ნ დ ო ბ ი თქვენნაირ ადამიანებს...
პ რ ო ტ ე ს ტ ი მაშინ უნდა გამოხატო, როდესაც ფაქტი ხდება! და არა მაშინ როცა მ ო გ ი ხ ე რ ხ დ ე ბ ა! დროული პროტესტი რომ გამოგეხატათ, ვინ იცის, ეგებ არც მისულიყო აქმდე საქმე! და ბიძინაც აზრზე მოსულიყო! ჩემნაიირი ადმაიანებისთვის დ ა ბ ო ღ მ ი ლ ი და შურიანი კი არ უნდა გეძახათ მაშინვე უნდა დაგვდგომოდით გვერდით და გეთქვათ რომ მ ა რ თ ა ლ ი ვიყავით!
თქვენ ბიძინას დ ა თ ვ უ რ ი სამსახური გაუწიეთ! და ახლა, როცა შემომძვრალმა "ზარდიაშვილებმა" უკვე ტექნიკურად დ ა გ ა ც უ რ ე ს, უცებ გაგახსენდათ ღირებულებები და ფასეულობები, არა?
თუ ასე არაა, მაშინ მიპასუხეთ, ახლა რომ წამოესიეთ კობახიძეს ზუსტად იმავე სიტყვების გამო, რასაც ბიძინა 2013 წლიდანვე ლაპარაკობს - რითი ახსნით ამას? "რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს"?" - წერს ბაკურ სვანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე