ია აბულაშვილი
07.02.2019

 "პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, მაგრამ გარკვეული ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც მძაფრად დაუპირისპირდება "ქართულ ოცნებას". ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს, ამას დასჭირდება ახალი პარტიის შექმნა თუ საპროტეტსო აქციების ჩატარება, მომავალი გვიჩვენებს" - განაცხადა "რეზონანსთან" უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ.

"უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერების თაობაზე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მივმართეთ. ვფიქრობ, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და შევეცდებით ჩვენი კოლეგებიც დავარწმუნოთ, რომ რეფორმების ჩატარებას მეტი დრო ჭირდება. საზოგადოებას კი მეტი საშუალება უნდა ჰქონდეს არჩევანი გააკეთოს. ვნახოთ, როგორ შეხვდებიან ამ ინიციატივას "ოცნებაში".

რაც შეეხება შიდა პროცესებს, "ოცნებაში" საკმაოდ სერიოზული კრიზისია, რომელიც უფრო ღრმავდება. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის გარკვეული მოსაზრებებით გაერთიანებული ხალხი, ვისთვისაც მთავარი ამომრჩეველი კი არა, მთავარია, რას იტყვის მათი ხელმძღვანელი.

დატოვებენ თუ არა ბესელია და მისი თანამოაზრეები უმრავლესობას, ამის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, მათ მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს და ალბათ აქვთ არგუმენტები გუნდიდან წამოსვლისთვის. თმენის ვალდებულება კი გვაქვს დეპუტატებს, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ბევრი უკვე თმენის ზღვარზეა და შეიძლება, უმრავლესობა ბევრმა დატოვოს.

პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც მძაფრად დაუპირისპირდება "ოცნებას". ხალხს აღარ მოსწონს "ქართული ოცნების" მმართველობა, დღევანდელი ეკონომიკური და სამართლებრივი მდგომარეობა არ შეესაბამება იმ მოლოდინს, რომელიც საზოგადოებას 2012 წელს ჰქოდა. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს, ამას დასჭირდება პოლიტიკური პარტიის შექმნა თუ საპროტესტო აქციების ჩატარება მომავალი გვიჩვენებს," - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×