ია აბულაშვილი
07.02.2019

 "შიდაპარტიული დაპირისიპრება ყველა ხელისუფლების დროს იყო და არც მომავალი ხელისუფლება იქნება ამისგან დაცული, მაგრამ შიდაპარტიულმა კონფლიქტმა, რომელიც "ოცნებაში" დაიწყო, დღეს ღია სახე მიიღო და ამაში ჩართულია საზოგადოებაც და ოპოზიციაც" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ექსპერტთა აზრით, მიუხედავად მცდელობისა, ივანიშვილმა, ვერ შეძლო შიდაპარტიული დაპირისპირების ჩაქრობა და არ გამორიცხავენ, რომ კრიზისი უფრო გაღრმავდება.

იგორ კვესელავა: შიდაპარტიული დაპირისიპირება ყველა ხელისუფლების დროს იყო და ვერც მომავალი ხელისუფლება იქნება ამისგან დაცული. მაგრამ ჩემი აზრით, კონფლიქტი გარეთ არ უნდა გამოსულიყო და პარტიის შიგნით უნდა მოგვარებულიყო. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ახლა ამ პროცესში ჩარულია საზოგადოებაც და ოპოზიციაც. თავიდან ვერ ავიცილეთ ვერც შიდაფრაქციული კონფლიქტი, რადგან პარლამენტში არის ჯგუფები, რომლებსაც თავისი ინტერესები აქვთ. 10-კაციანია თუ 15-კაციანი, მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ მათ შორის დაპირისიპრება გრძელდება.

"რ": ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ დადგა ეტაპი, როცა მან საბოლოო გადწყვეტილება უნდა მიიღოს. თქვენი აზრით, აქვს ბესელია იმის რესურსი, რომ თავისი ნიშა დაიკავოს პოლიტიკურ სივრცეში?

ი.კ: ბესელიას ნამდვილად არ გაუჭირდება პარლამენტში ფრაქცია შექმნას, საკმაო მხარდამჭერებიც ჰყავს. დარწმუნებული ვარ ეს ძლიერი ფრაქცია იქნება. რაც შეეხება ახალი პარტიის შექმნას, ეს მარტივი საქმე არ არის. არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში ეს მოხდეს, თუმცა პროცესი დაწყებულია და მას ვერავინ შეაჩერებს. ბესელიას ახალი პარტია იქნება თუ სხვისი, პირველ რიგში მათ საკუთარი პროგრამები უნდა წარმოადგინონ, როგორ აპირებენ მდგომარეობის შეცვლას ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ. დღეს უმძიმესი ეკონომიური ვითარებაა, ქვეყანაში არიან მხოლოდ ღარიბები და მდიდრები, საშუალო ფენა აღარ არსებობს. თუ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საშუალო ფენის ინტერესებს დაიცავს, პირადად მე მივესალმები.

"რ": ექსპერტთა ვარაუდით, "ოცნება" არ დაიშლება, ყოველ შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმადე უმრავლესობას შეინარჩუნებს. თქვენც ასე ფიქრობთ?

ი.კ: მხოლოდ მმართველი გუნდის ერთობის შენარჩუნება არ უნდა იყოს ქვეყნისთვის მთავარი თემა, "ბესელია, ბესელია"-ს რომ გაიძახის დღეს ყველა. მთავარია, სახელმწიფო დაემსგავსოს სახელმწიფოს. მე ვეკითხები ყველას, გვაქვს ჩვენ შემდაგრი სახელმწიფო? თუ გვაქვს, მაშინ ყველა სფეროში რატომ გვაქვს პრობლემები? ჩემი სფეროდან დავიწყებ. განათლების მინისტრს დიდი პატივს ვცემ, იგი დაგვპირდა, რომ რეფორმები დაიწყება, მაგრამ ნახეთ, რა ხდება? წამოვიდა კრიტიკის ტალღა. ყველას თავის ინტერესი აქვს, რეპეტიტორს უნარების გამოცდების გაუქმება არ მოსწონს, მასწავლებელს ეშინია, თუ მე-12 კლასი არ იქნება, საათებიც აღარ ექნება. მითხარით ერთი, ვინ დადის მე-12 კლასში, ყველა მოწაფე უმალესში ჩასაბარებლად ემზადება, მაშინ, თუ არ დადის, რისთვის უნდათ მე-12 კლასი?! ბრძოლა იმაზე კი არ მიდის, სისტემა განვითარდეს და სწორი ორგანიზებით მოგვარდეს პროლემები, დროს პოლემიკაში ხარჯავენ. ამ დროს კი განათლება და მეცნიერება დაღმავალი გზით მიექანება.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ სასწარფოდ უნდა გატარდეს რეფორმები ყველა სფეროში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ერთი წელი ითხოვა ქვეყანაში მდგომარეობის დასალეგებლად, 2-წლიანი პროგრამა მაინც უნდა წარმოადგინოს რომელიც შესრულებადი იქნება. მარტო მინისტრების და პარლამენტარების ინფორმაციას კი არ უნდა დაეყრდნოს, რომ ეუბნებიან ყველაფერი კარგად არისო, თავის საკუთარი წყარო უნდა ჰქონდეს, და ეს წყარო არის ქართველი ხალხი, რომელიც უტყუარ ინფორმაციას მიაწვდის, რა ხდება ქვეყანაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×