ლუკა ფეიქრიშვილი წერს, რომ სიკვდილს სასწაულად გადაურჩა:
"ქალმა მძღოლმა გზა მომიჭრა, ამოვტრიალდით, მანქანას საწვავი გადიოდა. მანქანა რომ ამოტრიალდა, თავით და მხრით დავეცი. საწვავი გასდიოდა და კვამლი. ამ დროს მოქალაქეებმა გამომათრიეს მანქანიდან.
მანქაში მეჯდა ორი მეგობარი – თემო და მარიამი. მარიამი საავადმყოფოშია, თემო კარგად არის.
ცენტრალურ გზაზე მოვდიოდი ვარკეთილში. ამ დროს მარჯვნიდან გოგო ამოვარდა "მერსედესით", გზა გადამიკეტა და ეგრევე დავეჯახე. დავკარგე მართვა და გაჩერებულ მანქანას დავეტაკე, რომელშიც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. "დელიკა" იყო ეგ მანქანა, ამ დროს ამოვტიალდით და თვალებში დაბნელდა.
მძღოლის მეუღლე საავადმყოფოშია, მძღოლი კარგად არის. ვინც გზა გადაგვიკეტა, იმ გოგოს არაფერი სჭირს. ახვარი… საშინელება იყო, ცოცხლები ვართ. ძალიან ცუდად ვარ ფსიქოლოგიურად".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე