რეზონანსი
08.02.2019

 ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე საქართველოში არსებულ სოციალური ფონს და ზურაბ ყიფშიძის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმიანება:

„ეს ისე... სერიიდან - "მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს". ზურაბ ყიფშიძემ სამი ბინა გაყიდა და შიმშილით კვდებაო! ეს როგორ შეიძლებაო, ახლა ერთ დიდ ბინაში ცხოვრობს სამი ოჯახიო, ვაი-ვუიო! ამისთანა მსახიობს უცხოეთში რომ ეცხოვრაო...

ეს კაცი ჰოლანდიის მრავალგზის ჩემპიონია! მას მუჰამედ ალიმ მხოლოდ ქულებით მოუგო! სრული 12 რაუნდი ედგა და კინაღამ დაამარცხა ამან! ჰოდა, თავისი ქონება გაყიდა, სრულიად გაკოტრდა და "შვილებთან ერთად სამი ოჯახი ერთ ბინაში" კი არა, "მარშუტკაში" ცხოვრობს ავადმყოფ ცოლთან ერთად! სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარება და მხოლოდ  ჟურნალისტების წყალობით შეუგროვეს ფული და მის ცოლს ოპერაცია გაუკეთეს...

ჰოდა... ისა... გადადგეს ვინმე! ეს კაპიტალიზმია, ძამიკო!" - წერს ბაკურ სვანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×