ია აბულაშვილი
08.02.2019

 "არა მგონია, დღეს ქვეყნისთვის საკვანძო საკითხი იყოს, მართავს თუ ვეღარ მართავს პროცესებს ივანიშვილი, ან საბოლოოდ დაკარგა ძალაუფლება თუ არა. უფრო მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, საით მიდის პოლიტიკური პროცესი," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაბურა.

რამაზ საყვარელიძე: აჩქარებით დასკვნის გაკეთება იმაზე, დაკარგა თუ არა ივანიშვილმა ძალაუფლება, დაუძლურდა თუ არა ლიდერი, გამიჭირდება, რადგან პოლიტიკოსებს ხშირად ჩვევიათ თავის მოკატუნება და ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ვერ ფლობენ სიტუაციას. ეს მართვის ერთ-ერთი გზა და მეთოდია, ამის მაგალითები მრავლადაა ისტორიაში. ეს შთაბეჭდილება ამ ეტაპზე რომ შეიქმნებოდა, უდავოა, რადგან მოსამართლეების საქმეში წამგებიან ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ამ წამგებიანი ნაბიჯების ჩანაფიქრი. შეიძლება ივანიშვილი ელოდება პროცესის უფრო გამწვავებას, საბოლოო გადაწყვეტილება რომ მიიღოს. ასე იყო მარიხუანას თემის დროსაც.

არა მგონია, რომ დღეს ქვეყნისთვის საკვანძო საკითხი იყოს, ფლობს თუ არა სიტუაციას ივანიშვილი, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნლოვანი იქნება ვიფიქროთ, საით მიდის პოლიტიკური პროცესი. თუ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის მოსამართლეთა სიის ამა თუ იმ სახით აღდგენაზე, ეს პრობლემაა. რადგან ივანიშვილს და მის გუნდს გაუჭირდება 2020 წლის არჩევნებში მოსახლეობის დარწმუნება, მხარი დაუჭირონ. ამან შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი. ალაბთ მიდგომის ფორმაც შესაცვლელია. ერთ ადამიანზე ნუ გავხდით დამოკიდებულს ქვეყანას.

"რ": არის ასეთი მოსაზრებაც, რომ შიდა დაპირისპირება დადგმული სცენარია მოსამართლეთა თემის გადასაფარავად. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

რ.ს: ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან შიდა დაპირისპირების ღერძი არის მოსამართლეთა თემა, ცალ- ცალკე ნამდვილად არ არის და ეს ორი თემა ერთმანეთს ამწვავებს. საკითხის დეკორატიულობა არ აწყობს ოპოზიციას, ამბოხეულებებისთვის ამ თემის დაკარგვა ზიანის მომტანია, ამიტომ ინსცენირებსთან კი არა, სერიოზულ დრამატურგიასთან გვაქვს საქმე.

"რ": ეკა ბესლიას გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მიზნის მისღწევად შეიძლება საპროტესტო აქციებს მიმართონ.

რ.ს: საპროტესტო აქციები შეიძლება არ იყოს ცუდი. "ქართულ ოცნებას" ნამდვილად ჩვევია ანგარიშის გაწევა, როცა საკითხი უკიდურესად მწვავდება. თანაც საპრტესტო აქციები ქვეყნის დანგრევას არ ნიშნავს. მითუმეტეს, თუ მიზნის მისაღწევად ერთ კონკრეტულ საკითხს დააყენებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×