რეზონანსი
08.02.2019

 საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, "მფრინავი ქართველის" სახელით ცნობილმა მსუბუქმა ფორვარდმა, ვიქტორ სანიკიძემ, აქტიურ სპორტს ევრო 2017-ის დასრულების შემდეგ, 31 წლის ასაკში დაანება თავი. კარგი მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ყველას გული დასწყვიტა.

ამ პერიოდს დაემთხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენა ვიქტორის ცხოვრებაში, ის მხატვარ მაია ბიწაძეზე დაქორწინდა. 

"ჩემი მეუღლე, მაია, პროფესიით მხატვარია. ის ცნობილი სპორტსმენის, კარატე კიუკუშინკაიში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ამირან ბიწაძის შვილია. ჰყავს უმცროსი ორი და და ერთი ძმა. სხვათა შორის, ჩემი ცოლისძმაც კალათბურთელია. იმერული გვარი კი აქვთ, მაგრამ სოხუმიდან არიან და გასაგები მიზეზების გამო ახლა რუსთავში ცხოვრობენ.

მაია რუსთავში, ჩემს მეგობარ კალათბურთელ ანატოლი ბოისასთან ერთ-ერთი სტუმრობის დროს გავიცანი. შეიძლება ითქვას, რომ ტოლიკამ ვალი გამისტუმრა, რადგან მომავალი მეუღლე მას მე გავაცანი.

გაცნობიდან წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ. 

ჩვენი დაქორწინების მიზეზი ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა. თავიდან იყო მოწონება. გაცნობის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, უამრავ თემაზე ვსაუბრობდით. ჩვენი შეხედულებები თითქმის ყველაფერში დაემთხვა ერთმანეთს და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ შეუღლება" - განუცხადა "სარკეს" სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×