თამარ შუკვანი
09.02.2019

 „პარლამენტში ინიციატივა 9 დეპუტატმა შემოიტანა და ორშაბათს ოფიციალურად დარეგისტრირდება. დეპუტატების ინიციატივაა და პარლამენტმა უნდა განიხილოს. ინიციატივა შემოტანილია, ამის შესახებ ინფორმაცია პარაკევს გაჟღერდა. დარეგისტრირდების შემდეგ კომიტეტი განიხილავს," - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ ინიციატივის შესახებ საუბრისას, რომელიც 2024 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერდებას გულისხმობს.

ცნობისათვის, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიას პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც 2024 წლამდე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.

ამ კანონპროექტს ხელს 9 დეპუტატი აწერს: დავით ჭიჭინაძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე.

„უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. პარალელურად უნდა დავიწყოთ ორგანულ კანონზე მუშაობა, რომ სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას. ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინიციატივას ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ და იმედია რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×