ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"ახლახანს, გადავხედე ინტერნეტ სივრცეს და გაოგნებული დავრჩი... ეს ჩემი კოლეგები, მუდამ რომ ტიროდნენ და ხაოდნენ, გვიჭირს ფინანსურად, ძლივს ვარსებობთ და ვსულდგმულობთო, თურმე კარგა ხანია, ღიად ჩაებნენ, ნაციონალების პიარსა და სააკაშვილის სამსახურში...
ხოდა, თავდაუზოგავად და მუხლჩაუხრელად, კი აპიარებენ ნაციონალებს... თურმე რა მათხოვრები და სულგაყიდულები ყოფილხართ, თქვე უბედურებო?! როგორც კი, იმ ბომჟმა თქვა, მილიარდებს ვფლობო, თქვენც მადა აგიცმაცუნდათ და ყველანი, მიშას კბილების ნაჩიჩქნის რიგში ჩადექით, არა? ხოდა, დარჩით მიშას ნარჩენებთან ერთად, მეტის ღირსნი არც ხართ და მეტს უფალი არასდროს არაფერს არ მოგცემთ... და მთავარი, თქვენ ჩემს არემარეზე, არასდროს, არ დაგინახოთ, თორემ, ვაი თქვენი ბრალი!“ - წერს ლიპარტელიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე