ტატა შოშიაშვილი
10.02.2019

 საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ბექა გოგოსაშვილი და თორნიკე ლაშხი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის" მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შაბათს ღამით ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში დათა ახალაია, გია უდესიანი და რამდენიმე ქართველი პოლიციამ დააკავა.

„რეზონანსი" შეეცადა იმის გარკვევას, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან, თუმცა ფაქტი არავინ არ დაადასტურა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არაფერი იცის ამ ფაქტის შესახებ:

„ვერ გეტყვით. მე არანაირი ინფორმაცია ამ საკითხზე არ მაქვს-ვერაფერს ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რადგან უბრალოდ არ მაქვს ინფორმაცია", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

თავად „ნაცმოძრაობაში" კი განაცხადეს, რომ უდესიანისა და ახალაიას დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.

„არ ვადასტურებთ. მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს", - განუცხადეს „რეზონანსს" პარტიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×