რეზონანსი
12.02.2019

 საზოგადოების დიდი ინტერესი და დაპირისპირება გამოიწვია ფოტომ, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა - "მამაო ბენტლით". მას უმრავი კომენტარი აქვს:

"არანაირად არ მესმის მამაო რატომ უნდა დაიოდეს ბენტლით… აჩუქეს? მერე რა, გაყიდოს და იყიდოს "ტოიოტა პრიუსი" და დარჩენილი თანხით დაეხმაროს გაჭირვებულებს. მამაო რომელიც ქადაგებს, სიმდიდრე ეშმაკის არისო, ცოტა ტეხავს რა… და ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ" - წერს თამარ სულთანიშვილი.

"სხვაგანაც დავწერე და აქაც დავწერ არაფრით არ არის მამაოები ღმერთთან ჩემზე ახლოს და არც ჩემზე მეტია რამით. იცით რაშია პრობლემა? მამაოებს ასე ბრმად რომ ენდობა ხალხი და უკვე ღმერთზე მეტ პატივს სცემენ, სასაცილოა სატირალი რო არ იყოს", – წერს თაზო კალანდაძე.

"წამოიდგინეთ ის შესაწირი, რაც ამ მანქანაზე დაიხარჯა რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდა ან რამდენ უსახლკაროს დააპურებდა… ესაა ის რეალობა რასაც თვალს ვერ ვუსწორებთ და ვდუმვართ", – აცხადებს სალომე ნოდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×