რეზონანსი
13.02.2019

 ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში მის მიმართ აგრესიულად განწყობილ საზოგადოებას პასუხობს.

„მოკლედ, მინდა დავაწყნარო ჩემი საცურაო კოსტუმიანი სტატიით შეშფოთებული მდედრები და მამრები, დედაჩემიც, დეიდაჩემიც, მამაჩემიც, ბაბუაჩემიც და ბაბუაჩემს რომ ვყავარ ხელში ტუჩებდაბუშტული მე, ჩემი და და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს და ქორილშიც უკვე აწყობილი ვიყავი! ფოტოებში დაცულია ჩამოთვლილთა რიგითობა. ივარჯიშეთ მამა დღეში ორჯერ ჩემსავით, იშრომეთ, მოუარეთ თავს, ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით და არ მოკვდებით დროზე ადრე ვააა! არაფერი რომ არ მაქვს დაჭიმული, ჩემი ყველა სტილისტი დაადასტურებს, ნაწიბურების არქონის გამო, ყველა ოპერაციის შემდეგ რჩება ეგ შრამები. თან ამდენ ოპერაციებს კიდე როდის უნდა ვასწრებდე, ყოველდღე სამსახურში დავდივარ და შვებულებით 10 წელია არ მისარგებლია! კულტურის მინისტრის არ იყოს, ნუ შე---ცით ვააა!

P.S. ყველა შურიანის ჯინაზე, არამცთუ არ დავბერდე, გადავწყვიტე, საერთოდ არც გარდავიცვალო“, - აღნიშნავს ნადირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×