(რეზონანსი) მოქალაქე გიორგი მახარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დასრულებული საცხოვრებელი კორპუსის აივნების გვერდით ახალი კორპუსის მშენებლობაა ასახული.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო თბილისში, კერძოდ, ბაგებშია გადაღებული.
ფოტოს „ფეისბუქზე" საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომხმარებელთა ნაწილი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა.
" #სიმაგრითსავსექალაქი"- წერს დათა გოგია
"ისე ამ პროექტს " მეზობელო კარისაო, სიბნელე ხარ თვალისაო" ჰქვია და ზოგიერთებმა იცოდეთ მეზობელების ფასი :D -მარინე ჯიქია
"არადა ვიღაცას ეგონდა ფანჯრიდან ხედი და ჰაერი ჰქონდა :D :D რა სასაცილო ქვეყანაში ვართ - დათო მანძულაშვილი.
"მაგ კორპუსში ბინას თუ ამიღებ მოვდივარ :D " - წერს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "პრაიმტაიმი" პოსტის ავტორს დაუკავშირდა. გიორგი მახარაძის განმარტებით, სურათი რეალურია და მან ის ბაგებში გუშინ გადაიღო.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე