რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) ქართველი მოჭიდავის ქუდზე ატეხილ აჟიოტაჟს, ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ირონიული ელფერით ეხმაურება:

„რუსთავი 2-ის მიკროფონს რომ RUSSIA აწერია, იცოდით?",- წერს ჟურნალისტი და ურთავს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიკროფონის ფოტოს.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, მათ შორის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველ მოჭიდავეს, ეროვნული ნაკრების წევრს, ჯაბა ყველაშვილს ქუდზე "RUSSIA" ეწერა. გამოცემა "ტაბულამ" მოჭიდავის 2 ფოტო მოიპოვა, ორივე მათგანზე ერთი და იგივე რაკურსი იყო და რჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ "RUSSIA" - ანუ "რუსეთი" ეწერა. მოგვიანებით, მოჭიდავემ სხვა რაკურსით გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ქუდს "RUSSEL" აწერია და არა - "RUSSIA".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×