რეზონანსი
14.02.2019

 თუ რას ფიქრობს მამა პეტრე კოლხი ვალენტინობაზე, სასულიერო პირი სოციალურ ქსელში მცირე ჩანახატს აქვეყნებს:

"ვალენტინობა არა ის...

ყოველი დღე შენია. ჰო, შენ გეკუთვნის, სიყვარული ხარ თუ როგორც არის. ყველა გეძებს, ყველას სჭირდები. საკმარისია გიპოვონ და ბედნიერებისგან გიჟდებიან, ჭკვიანდებიან, ყინვაშიც თბებიან, წვიმაშიც მზის სხივებს ითვლიან, უფრთოდ დაფრინავენ, ღმერთს ემსგავსებიან, იებს ყიდულობენ, ლოთებს ამართლებენ, ხის ქვეშ ცხოვრობენ, ცულის ტარზე წვებიან, უშუქოდ ხედავენ, ბრმად დადიან. ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია... ვალენტინობა არა ის..." - წერს პეტრე კოლხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×