ელზა პაპოშვილი
14.02.2019

 ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით,  მას ყოფილმა პატიმარმა სცემა, თუმცა თავად ბედუკაძე მომხდარს პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს და ამბობს, რომ ეს  "ნაციონალური მოძრაობის“ ნახელავია. 

ბედუკაძე „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ მან არ იცის, ვინ არის ადამიანი, რომელიც  თავს დაესხა. თუმცა  თავდამსხმელი მას ყოფილ პოლიტპატიმრად გაეცნო. ედავებოდა, რომ ციხეში ერთ-ერთი კარანტინის დროს ის ესწრებოდა ცემის ფაქტს, როდესაც პატიმარი გარდაიცვალა. 

ბედუკაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, ვისზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია და ის ყოფილი პატიმარი  თენგიზ ნაზღაიძეა, რომელიც 2006 წლიდან 2008 წლამდე იძებნებოდა და მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ. ნაზღაიძე 2008 წელს დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2015 წელს დატოვა. თუმცა ბედუკაძე მის სახელს და გვარს ვერ იხსნებეს და ამას დაგეგმილ პოროვოკაციას უწოდებს. ის  აცხადებს, რომ მას დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოგზავნილი პირია.  

„წარმოუდგენელია, ადამიანი ბრალს მდებს ვიღაცის მკვლელობაში და მის ვინაობას ვერ იხსენებს. მეუბნებოდა, რომ მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად კარანტინის  დროს ადამიანი ცემით მოვკალი. ვეკითხები, ვინ იყო ეს პიროვნება სახელი და გვარი მითხარი, მაგრამ ვერ გაიხსენა.  პირდაპირ გინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. შევთავაზე, თუ უნდოდა ტაძარში შევსულიყავით და იქ გვესაუბრა. აეხსნა ნორმალურად ჩემგან რა უნდოდა. რომ დავინახე, რომ აგრესიული იყო, ვუთხარი ეკლესიის გარეთ გავსულიყავით. გამოვედით და ახლა პოლიტიკური პროცესების გინება დაიწყო. თუ ყველაფერი ასე კარგად ახსოვს, მიმართოს პოლიციას და დაიწყოს გამოძიება. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და ვის მკვლელობაზე საუბრობს. 

ორი კვირაა რაც თვალთვალი შევნიშნე. ვიღაც ჩემთვის გაურკვეველი და უცნობი პირები მითვალთვალებენ. ამის შესახებ პოლიციასაც ვაცნობე და ვუთხარი, რომ ვიღაცეები დამდევენ“, - აცახდებს ბედუკაძე. 

ჩხუბის დროს ლადო ბედუკაძე და თენგიზ ნაზღაიძე ერთნაირად დაზარალდნენ.   როგორც ექიმი ბექა ბასილაია აცხადებს, ორივე მათგანს სახის არეში დაჟეჟილობა და სახის ზედაპირული ტრამვა აღენიშნებოდათ. პაციენტები საავადმყოფოდან  უკვე გაწერეს. 

რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 126-ე მუხლით აღსძრა, არც ძალადობას გულისხმობს.  ნაზღაიძე უწყებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ყოფილმა პატიმარმა შსს-ს დაკითხვის შემდეგ დატოვა, თუმცა მან ჟურნალისტებთან განმარტებების გაკეთება არ ისურვა.  

ლადო ბედუკაძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მასზე განხორციელებული თავდასხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა, ოპოზიციურ პარტიაში ეხმაურებიან. ნიკა მელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ციხის კადრების ავტორი, ფაქტობრივად, გმირად გამოაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბედუკაძის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ციხის კადრების ავტორისთვის პატივია.

„ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე ხომ, პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადა ლადო ბედუკაძე, ყველა ბრალი მოუხსნა, ერთადერთი ჯილდო არ დაუკიდიათ მისთვის კისერზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, გულახდილად მიმაჩნია, რომ უდიდესი პატივია, აი, ამ ბატონისთვის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×