ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არასრუწლოვანებზე სექსუალური ძალადობის თუ გარყვნილი ქმედების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ერთი თვის განმავლობაში შს სამინისტრომ ამ ბრალდებით პასუხისგებაში რამდენიმე პირი მისცა. შსს-ში აღიარებენ, რომ ბავშვებზე სექსულაური ძალადობის სტატისტიკა მზარდია და უწყებაც გამოწვევის საპასუხოდ კანონს ამკაცრებს. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება.
"ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკაც არის და ეს უმძიმესია. ესეც ის თემაა, რაზეც ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. კანონი ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს მთელ რიგ უფლებებს ართმევს. პოლიციას ავალდებულებს მონიტორინგი დააწესოს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
დღეს 8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გოგონას დედის განცხადებით, შემთხვევა 2 თებერვალს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა. დედა ამ სასტუმროში მუშაობდა და გოგონას იქ ხშირად ტოვებდა. მას შემდეგ, რაც სასტუმროში გარყვნილი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, ეჭვი საკუთარ შვილთან ჩადენილ იგივე ქმედებაზეც მიიტანა. 8 წლის გოგონად გამოკითხვის შემდეგ კი დარწმუნდა და დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა.
"ბავშვმა აღიარა და თქვა, რასაც ვეჭვობდი. თავდაპირველად ბავშვი მემალებოდა და განმარტოვდა, თავს მარიდებდა. ერთხელ დავაფიქსირე, რომ ოთახში შევედი და ბავშვის გვერდით საწოლზე ვნახე ეს მამაკაცი და განვუცხადე, რა უნდოდა ჩემი შვილის გვერდით. დავინახე ბავშვთან მიახლოებული იყო და ხელის უცებ გამოწევამ დამაეჭვა. ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა, მამაკაცს ვუთხარი ოთახი დაეტოვებინა. ბავშვს ეუბნებოდა, რომ არ ეთქვა. მყავდა ფსიქოლოგთან და ჩართულია ყველა მხარე მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მამაკაცის დასჯას", - აცხადებს 8 წლის გოგონას დედა.
გუშინ, 14 თებერვალს რუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მეშვიდეკლასელ გოგონას მამაკაცი სამარშრუტო ტაქსში მაშინ აედევნა, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.
არასრულწლოვანმა 112-ში თავად დარეკა. შსს-მ საქმე აღძრა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე რამდენიმე დღის წინ, კასპში 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა. 11 წლის მოზარდს მამაკაცი, სავარაუდოდ, იცნობდა და არც მისი ნდობის მოპოვება გასჭირვებია. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ძალადობა საკუთარ შვილზე - ერთი კვირის წინ, სამართალდამცველებმა გორის მუნიციპალიტეტში შვილის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა. დაკავებულმა მამაკაცმა შვილის მიმართ ჩადენილი გაუპატიურები ფაქტი აღიარა.
შსს-ს ინფორმაციით, სს საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედები ჩატარდა, რის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტი დადასტურდა.
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორდი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის (მათ შორის - სექსუალური ხასიათის ძალადობის) წინააღმდეგ გახორციელებული ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მისი თქმით, 2018 წელს, შსს-ს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ გახორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობაში, მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში. აღსანიშნავია, რომ, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც, ამ მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.
როგორ დავიცვათ ბავშვები ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ სხვა სახის საფრთხეებისგან. ასევე, როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ქცევაში მასზე ძალადობის შემცველი სავარაუდო ფაქტები. შესაბამისი რეკომენდაციები მშობლებს, მეურვეებს, ძიძებს და ყველას, ვისაც ბავშთან ურთიერთობა უწევს, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ანა არგანაშვილი აძლევს.
არგანაშვილი ამბობს, რომ უნდა ვიცოდეთ, რას გვეუბნება ბავშვი მაშინაც კი, როცა ის ძალიან ჩუმადაა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მაშინ თუ მხოლოდ ერთხელ გვითხრა, რომ ვიღაც ზრდასრულის ქცევაში რაღაც არ მოსწონს. ეს მნიშვნელოვანია და უნდა გავარკვიოთ რას ეფუძნება მისი უარყოფითი ემოცია.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ ხანდახან ხდება ისე, რომ ბავშვები მოულოდნელად იკეტებიან საკუთარ თავში, გაგვერიდებიან უფროსებს, ჩვენთან აღარ უნდათ კომუნიკაცია - ესეც ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო ქცევაა, რომელიც შესაძლოა პრობლემაზე მიუთითებდეს.
„ყურადღებაა მისაქცევია ბავშვი, როცა ასაკისთვის შეუსაბამო სექსუალიზირებული ქცევა აქვს. დაუშვებელია, რომ მას ამ სახის ინფორმაცია თავად მიეღო. ამ დროს მოზარდის დაკვირვება უნდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა, რომელსაც არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, არ აღვიქვათ პრობლემად.
თუ ვხედავთ, რომ ბავშვი თუ რომელიმე ზრდასრულ ადამიანთან დარჩენაზე მკვეთრ პროტესტს აცხადებს, ამას აუცილებლად აქვს მიზეზი და უნდა გავარკვიოთ რა. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ვამბობთ, რომ სექსუალურ ძალადობასთან ან ძალადობას აქვს ადგილი, მაგრამ თუ ეჭვი წარმოგვეშვა, უკვე უნდა დავხარჯოთ დრო ამ ეჭვის გასარკვევად",-აცახდებს იურისტი.
ანა არგანაშვილის თქმით, მსგავსი ეჭვების არსებობის შემთხვევაში უფროსებმა შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხლო დამცველს, სოციალურ სამსახურს.