რეზონანსი
17.02.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს, რომ ის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისგან ნინო ბურჯანაძისგან ინტერვიუს იღებს.

დათო ლიკლიკაძე ფოტოს სახალისო ტექსტსაც ურთავს თან და წერს, რომ აღნიშნულ ფოტოში თავად ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰგავს.

"საქართველოს პარლამენტის არქივიდან გამომიგზავნეს ეს ფოტო. ან თავის დროზე მქონოდა (როცა ნინო ნინოობდა,"იმარიაჟებდა" კაცი) ან 5 წლის წინ მაინც მოეცათ, კი ვგავარ ახალგაზრდა ირაკლი ღარიბაშვილს", - წერს დათო ლიკლიკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×