ია აბულაშვილი
17.02.2019

 „თიბისი ბანკმა“ საჯაროდ უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთებას კანონიერების საშუალებით შეძლებს“, - ასე  ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი „თიბისი ბანკთან“ მიმდინარე პროცესებს.

„საზოგადოებაში არსებული მოსაზრება, რომ ბანკებმა ბევრი ფული მოიპოვეს. ბანკების ამოცანაც ეს არის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასება გამიჭირდება, რადგან პირველ რიგში ცოდნა სჭირდება რა მოხდა, რაც მე არ ვიცი.

„თუმცა, როგორც მოქალაქეს და როგორც რეჟისორს შემიძლია გითხრათ, რომ "თიბისი ბანკს" ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ხელოვნებისა და კულტურის დარგში და არაერთი მნიშვნელოვანი კონკურსი ჩატარებული მათი ხელშეწყობით.

„ამ ბანკის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის სახელი უკავშირდება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, ანაკლიის  პორტს, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ატეხილი აჟიოტაჟი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ, ვფიქრობ, რომ დღეს ამის დრო არ არის. თანაც მიდის მზადება მომავალი არჩევნებისთვის, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიცლი პრინციპების გამყარებას და არ უნდა დავუბრუნდეთ უწყვეტ კამათს, რომელიც არაფრის მომცემი არ არის.

„დაპირისპირების თემა, რომელიც ამ საკითხთან არის მიბმული, არის პრინციპული გაგრძელება იმისა, რასაც საქართვთელო ვერა და ვერ ასცდა. თუმცა დაუშვებლად მიმაჩნია, ამაში ივანიშვილის სახელი და ინტერესი ბრუნავდეს. იგი დღეს არის პოლიტიკოსი და არ მგონია, რომ პოლიტიკაში ჩართული ადამიანი დროს ასეთ უმნიშვნელო საკითხებზე ხარჯავდეს“, - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×