რეზონანსი
18.02.2019

 AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"მათ საყურადღებოდ ვისაც მიშას კრიტიკაზე კრუნჩხვები გემართებათ! ეს კაცი, დღეს თქვენი უნიათობის წყალიბით არის დევნილი. მიშას არც ადრე მოვრიდებივარ და არც ახლა მომერიდება ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ.

ის, რომ ადრეც და ახლაც უამრავი გარეწარია მის სახელს ამოფარებული, ფაქტია.

მითქვამს და ვამბობ: ჩვენ გაგვაჩნია ერთი იდეა, ხედვა და კონცეფცია ქვეყნის განვითარების. ეს არის ნატო და ევროკავშირი. ამ იდეისთვის ჯერ კიდევ მაშინ მაქვს ლოზუნგი გაშლილი, როცა სააკაშვილი სკოლის მოსწავლე იყო.

მე მას პატივს ვცემ, რადგან შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები და ფუნდამენტური ძვრები მოახდინა იმ სფეროში, რომელის რესურსი არც მე გამაჩნდა და არც ბევრ თქვენთაგანს. თქვენ შეიძლება მიშა გიყვართ, მე კი უბრალოდ იდეები და ღირებულებები.

თვითკრიტიკულებს კრიტიკის არასოდეს ეშინიათ. ასე რომ ცოტა რაციონალურად გაანძრიეთ ტვინი, თუ მისი თანამოაზრეები ხართ და დაეხმარეთ.

კაცმა საკუთარი ხელით გადასცა დამბაჩა იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ შემთხვევით ააცილა ტყვია.

ხვალ ფაქტის წინაშე თუ დააყენებენ არ გავიგო თქვენი წავწკავი", - წერს სულაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×