(რეზონანსი) პოლიტოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ფულისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვა გაკარგვინებს იმას, რასაც ვერც იყიდი და ვერც მოიპოვებ და რასაც ვუსურვებ ყველა სამოცს გადაცილებულ მეგობარს - სიმშვიდეს და ჯანმრთელობას".
აღსანიშნავია, რომ დღეს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა და საგულისხმოა, რომ აღნიშნული პოსტი ხუხაშვილმა სწორედ მას მიუძღვნა.
ხუხაშვილის სტატუსს ბევრი კომენტარი მოჰყვა:
"ბიაძინას მაგივრად გიხდით მადლობას" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ფრიდონ კირკიტაძე.
"ბიძინას ვუსურვებთ გამოფხილებას!" - წერს ია ქვლივიძე.
"ერთხელ თქვა ადამიანს 100 მილიონზე მეტი არ სჭირდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. მე ისტორიაში შესვლა მინდაო" - აღნიშნავს ნატო კირკიტაძე.
"ივანიშვილმა დაკოდა ეს ქვეყანა, რას ულოცავთ მაგ იუდას!" - წერს მალხაზ ჭითავა.
"Cyc.ge"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე