ელზა პაპოშვილი
19.02.2019

 გორის მე-9 საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა თვითმკვლელობა სცადეს. შემთხვევა ორშაბათს ღამით მოხდა. 16 წლის გოგონამ და ბიჭმა, რომლებიც თანაკლლასელები არიან, სუიციდი ერთი საათის ინტერვალით სცადეს. სკოლაში „რეზონანს“ განუცხადეს, რომ თანაკლასელების თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი სიყვარულია. 

მოზარდები შეყვარებულები არიან და მათ ურთიერთობას, სავარაუდოდ, მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ორივე მათგანი ორშაბათს გორის ჰოსპიტალში მიიყვანეს. გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სახლში სცადა, ბიჭმა კი საავადმყოფოსთან ვენები მას შემდეგ გადაიჭრა, რაც გაიგო, რომ შეყვარებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

„საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა. ორივე - გოგოც და ბიჭიც  ჩვენი სკოლის მოსწვალეები არიან. ვიცით, რომ შეყვარებულები იყვნენ და ერთმანეთი მოსწონდათ. არ ვიცით რეალურად რა მოხდა, მაგრამ ჯერ გოგონამ სცადა თავის მოკვლა სახლში და შემდეგ ბიჭმა. 

„გოგო სახლში თავის ოთახში იპოვეს. მას თავის ჩამოხრჩობა უცდია. როგორც ამბობენ პრაქტიკულად უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა მას მედიკოსებმა გული აუმუშავეს. ამის შემდეგ კი ბიჭმა საავადმყოფოსთან ვენები გადაიჭრა. 

„ორივე ძალიან კარგი ბავშვია. რა ვთქვათ, არ ვიცით. ამბობენ, რომ მშობლები მათ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდნენ, ზუსტად არაფრის თქმა არ შეგვიძლია“, -განუცხადეს „რეზონანს“ სკოლის ადმინისტრაციაში.  

„რეზონანსს“ გორის სამხედრო ჰოსპიტალის კომუნიკაციის მენეჯერმა შოთა ჩილიდარაშვილმა უთხრა, რომ 16 წლის გოგონა ორშაბათს საავადმყოფოში 9 საათზე  შეიყვანეს. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და მას გული ფაქტობრივად გაჩერებული ჰქონდა. თუმაც მედიკოსების ჩარევის შემდეგ, მისი გულის ამუშავება მოხდა. 

გოგონა ამ ეტაპზე ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მის თანაკლასელ ბიჭს, ჩილინდარაშვილი აცხადებს, რომ ის ერთი საათის შემდეგ - 10 საათზე შეიყვანეს. მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა მისი დახმარება მალევე მოხდა და მის სიცოცხლეს  ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. 

„გოგონა  ამ ეტაპზე კომატოზურ მდგომარეობაშია. ის ფაქტობრივად საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შემოიყვანეს, თუმცა, ექიმების მეშვეობით, მისთვის გულის ამუშავება მოხერხდა. ის ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. მის გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებთ. 

„რაც შეეხებაა თანაკლასელ ბიჭს, ის საავადმყოფოში 10 საათზე - ერთი საათის შემდეგ მოიყვანეს. ვენები ჰქონდა გადაჭრილი. მისი დახმარება დროულად შევძელით და  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოგონას დაზიანებები ყელის არეშია აქვს, რადგანაც მან თავის ჩამოხრჩობა სცადა“, - განუცახდა „რეზონანსს“ ჩილინდარაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს“ თვითმკვლელობის მცდელობის ორივე ფაქტი დაუდასტურეს და განმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×