ია აბულაშვილი
19.02.2019

 „პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი განიხილება და მერე ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირადად ჩემი პოზიციაა და  მხარს ვუჭერ კანონპროექტის დახვეწას. ალბათ უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, მაგრამ არც ეს არის მთავარი. ჩვენი მიზანია გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ეს აუცლებლად გასაკეთებლია, რადგან წინა ხელისუფლებამ სასამართლო  სისტემაში ბევრი პრობლემა დაგვიტოვა და ჩვენ მოგვიწია მისი გასწორება.

„რაც შეეხება ეკა ბესელიას განცხადებას, რომ შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები და კონსტიტუციაში ცვლილებები, ალბათ ამასთან დაკავშირებთი განმარტება თავად უნდა გააკეთოს“, - ასე ეხმაინება უმარვლესოის წევრი აკაკი ზოიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორშაბათის გადაწყვტილებას.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი  არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც 2025 წლამდე უნდა შეჩერდება რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. კანონპროქტის ავტორის ეკა ბესალიას განცხადებით, ამ გადაწყვტილებით გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს  დგას, იუსტიციის საბჭო და კომიტეტის წევრთა  ნაწილი სხვა მხარეს, ამიტომ, შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები  და კონსტიტუციაში ცვლილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×