რეზონანსი
19.02.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ბოლომდე არ ეთანხმება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პირს, რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია, საჯარო სამსახურში დასაქმება უნდა შეეზღუდოს. ამის შესახებ მან „რეზონანასთან" საუბრისას განაცხადა.

„თუ ადამიანს სამხედრო სამსახური ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ გაუვლია, საჯარო სამსახურში დასაქმება რატომ უნდა შეეზღუდოს? თუ ჯაფარიძის ეკლესიაში შეიარა, ასეთ შემთხვევებში, ეს ინიციატივა ადეკვატური იქნება", -განაცხადა დეპუტატმა.

ქანთარიას თქმით, ამ წამოწყების პერსპექტივებისა და შედეგების გათვალისწინება აუცილებელია. ასევე, აუცილებელია, იმ მიზეზების დადგება, ამა თუ იმ კონკრეტულმა პირმა, სამხედრო სამსახური რატომ არ გაიარა.

„მიმაჩნია, რომ ასეთი დაბრკოლების შექმნა მაღალ თანამდებობზე უფრო საჭიროა, ვიდრე საჯარო სამსახურის ნებისმიერ პოზიციაზე", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრო, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინციატივის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამსახურში, შესაძლოა, ის პირები ვერ დასაქმდნენ, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ.

მარიამ ბოლქვაძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×