რეზონანსი
20.02.2019

 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მის გარდაცვლილ კოლეგას ლევან ჩხაიძე იხსენებს:

"სულ ვაქებდი, რა მაგარი გადაცემები გაქვს ჯაკო-თქო. როგორ იზრდები, რა ნიჭიერი ხარ-თქო… ის სულ მეტს ითხოვდა საკუთარი თავისგან. ერთ-ერთ ბოლო გადაცემაზე მივწერე, ძალიან მომეწონა გადაცემა-თქო, მისი პასუხი იყო - უფრო მეტი მინდაო, უფრო მეტი უნდა ვიმუშავოო. რომ დასცლოდა, დარწმუნებული ვარ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწევდა ჟურნალისტიკაში. ვახო სანაიამ თქვა ეთერში ჯაკო უნდა იყოს მაგალითი, როგორ უნდა შექმნა საკუთარი თავი შენივე ხელითო. სრულიად ვეთანხმები.

დღეს დიდი თათბირი გვაქვს ტელევიზიაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ისევ ჯაკოზე ვილაპარაკებთ ბევრს. პირველად ვიკრიბებით ამ ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ, აქამდე ამ შეკრებისთვის ძალა ვერ ვიპოვეთ", - წერს გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×