რეზონანსი
20.02.2019

 (რეზონანსი) "პოზიციების დაახლოვების უპირობო და მთავარი წინაპირობაა დეკანოზის უკანონო პატიმრობიდან/ტყვეობიდან გათავისუფლება/გამოხსნა", - ამის შესახებ რუსთავი 2 - ის ენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

"ის უნდა გამოვიდეს ციხიდან და დანარჩენი გაირჩეს ეკლესიის შიგნით. დანარჩენში ვგულისხმობ მორალისა და ეთიკის საკითხებს, რისი საზოგადოებაში გადმოღვრის დიდი ცდუნება შეიმჩნევა ცალკეული (და უკვე ბევრი) საეკლესიო თუ საერო პირების მხრიდან. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნების შემცველ ქონების მითვისება-გაფლანგვის საკითხებს - დიდი ხანია, დადგა დრო, საზოგადოებამ იცოდეს, მისი ჯიბიდან გადახდილი ყოველწლიური საეკლესიო დაფინანსება 25 მილიონის ოდენობით, მის საკუთრებაში მყოფი და ეკლესიისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ასიათასობით ჰექტარი მიწები და უზარმაზარი შენობები სად და რა მიზნით მიემართება და იხარჯება. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ პირველი სრულიად შიდა საეკლესიო საკითხია და მისი საზოგადოებრივი განხილვა არ წარმოადგენს ლეგიტიმურ ინტერესს, მეორე მიმაჩნია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხად და მისი განხილვა - ლეგიტიმურად," - აღნიშნა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსსში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×