(რეზონანსი) ზვიად კუპრავას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. აღნიშნულის შესახებ თავად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.
"ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში, თითქოსდა თურმე ეძებდნენ რაღაც ნივთს, იღებდნენ რამოდენიმე კამერით და იქცეოდნენ ძალიან უხეშად. ჩემთან სახლში ცხოვრობს ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილი... ოჯახს არ შეეხოთ, თქვე ფარჩაკებო! იცით სადაც ვარ და მოდით აქ! სახლს და ჩემი ოჯახის წევრებს ახლოს არ გაეკაროთ! გადაგაყოლებთ ამ საქმეს!", - წერს კუპრავა.
შეგახსენებთ, დღეს ზვიად კუპრავა საბურთალო პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული. გამოძიება მას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტს ედავება, რასაც თავად კუპრავა კატეგორიულად უარყოფს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კუპრავა საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას არ აპირებს, მისი განცხადებით იგი"პოლიტიკურ დაკითხვაში" მონაწილეობას არ მიიღებს. კუპრავას აღნიშნულ საქმეში სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე