ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს:
"გუშინ ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ, შიმშილისგან გონება დაუკარგავს ბავშვს ქუჩაში! მართლა სიკვდილის პირას არიან! ორივე გონებრივად და ფიზიკურად ავადმყოფია, ორივეს რამდენიმე მძიმე დაავადება აქვთ, ეგრევე შესამჩნევია.
8 კვადრატულ ნახევრად დამპალ ოთახში ორი საწოლი ეტევა, ვიღაც მადლიანმა უქირავა ორი თვით და აქედანაც გამოყრიან ზეგამდე თუ ქირა არ გადაიხადეს. ორი თვის დავალიანება აქვთ 300 ლარი. ბავშვი 13 წლისაა და სულ სამი კლასი შეძლო ესწავლა სკოლაში, თავი შეხვეული ქონდა ბავშვობიდან. ორივე თითქმის სულ წევს, რომელიც ადგომას ახერხებს, იქვე გამოდის გარეთ და მოწყალებას თხოულობს, რომ ერთი პური მიიტანოს სახლში.
ახლა ბავშვი წევს და დედა დგას სახლთან ახლოს, რომ რამე შეაჭამოს, სოციალურიც დაუნიშნავს დახმარებას, ეს მისამართი თუ შევუნარჩუნეთ. გეუბნებით ჯოჯოხეთში არ იქნება ასეთი პირობები, რასაც ეს დედა-შვილი უძლებს. სასწრაფოდ სჭირდებათ ექიმი, საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი. დავუტოვე მე რაც მქონდა, რომ ორი დღე მაინც არ გამოვიდნენ რომელიმე ამ ყინვაში.
მოგვეხმარეთ რა, მოვლით ჩვენ მოვუვლით და მივხედავთ სადამდეც შევძლებთ, იქნებ შეგროვდეს და ერთი წლის ქირა მაინც გადავუხადოთ და დენის გადასახადი. საჭმელს მე მივუტან და რასაც შევძლებ ყველაფერს გავუკეთებ, ასე ვერაფრით ვერ ვუყურებ ჩემს თვალწინ როგორ კვდებიან უფულობის და შიმშილის გამო ადამიანები! თქვენი იმედი გვაქვს, აბა ჩვენ ვიცით“, - წერს აკა სინჯიკაშვილი და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს:
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე