თამარ შუკვანი
21.02.2019

 „მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მან მიიღო ბანკის აქციონერებთან, ინვესტორებთან შეთანხმებით, რადგან არ დაზარალებულიყო ბანკის რეპუტაცია, იმიჯი და ლონდონის ბირჟაზე ბანკის აქციების ვარდნა კიდევ არ გაგრძელებულიყო. როდესაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თუნდაც ეჭვის დონეზე, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეში ფიგურირებს, ეს საერთაშორისო არენაზე ძალიან მძიმედ აისახება," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თიბისიდან მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წასვლის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მამუკა ხაზარაძესთან ერთად ბადრი ჯაფარიძემაც დატოვა. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციაზეა საუბარი.

ანჯაფარიძე ხაზარაძის ამ ნაბიჯს "საუკეთესო გადაწყვეტილებას" უწოდებს. მისი თქმით, არსებობს ბანკის ინტერესები, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ასპარეზზე თიბისი ერთ-ერთი მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს და საჭიროა ბანკის იმიჯის შენარჩუნება.

„ეს მისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. ევროპაში, საერთაშორისო პრაქტრიკაში ასეა. როდესაც არსებობს ეჭვი, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება, ასეთი ტიპის გადადგომები ხდება-ხოლმე. მის განცხადებაში წერია, რომ აპირებს გააგრძელოს მუშაობა, როგორც ინდივიდუალურმა პირმა. ეს იყო უბრალოდ გარემოებებიდან გამოწვეული გადაწყვეტილება.

„როდესაც ამ საქმის პოლიტიზირებაზეა საუბარი, უნდა მოიყვანონ რაღაც არგუმენტი ამის სასარგებლოდ, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია. ჯერჯერობით პოლიტიკის ელემენტებს გამოკვეთილად ვერ ვხედავ," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×