რეზონანსი
22.02.2019

 ნუგზარ სულაშვილი საფრანგეთიდან სასიხარულო ამბის შესახებ წერს, რომ ფრანგი ექიმების დახმარებით კიდევ ერთმა ბავშვმა დაამარცა ლეიკემია:

"ფრანგი ექიმების დამსახურებით, დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი. ის 5 თვიდან იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას.

წუხელ გვიან დამირეკა ბავშვის მამამ და ბედნიერი ხმით მამცნო, რომ მისი შვილი უკვე სრულიად ჯანმრთელია.

მადლობას ვუხდი ქ. აჟენის სამედიცინო პერსონალს და სიამოვნებით მოვიკითხავ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობას, რომელმაც მუქარა წერილობით შემომითვალა. ჩვენ გავიმარჯვეთ!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×