რეზონანსი
22.02.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამაც დატოვოს.

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მისი მხრიდან პარტიის დატოვება და ეკა ბესელიასთან ერთად ფრაქციის შექმნა, ნუკრი ქანთარია პასუხობს:

„არაა გამორიცხული, მაგრამ ეკა ბესელიას გამყოლად არ მგონია, გამოვდგე. ეს არ ნიშნავს, რომ ეკა ბესელია წავიდა და მე უნდა გავყვე, მაგრამ მეც ჩემი შეხედულებები მაქვს. ცვლილებების აუცილებლობას ვხედავ და მეც ვიმოქმედებ ჩემი რწმენით. გუშინვე თქვეს, ვინც მხარი დავუჭირეთ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებას, გამოვიდა ისეთი ინფორმაცია, რომ ეს ნიშნავს უკვე რაღაც გადაწყვეტილებას დატოვების შესახებ. თუ ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღეს, ერთი მხრივ, დამაზიანებელი იქნება, თუმცა შეიძლება რეალური," - განაცხადა ქანთარიამ „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×