ია აბულაშვილი
22.02.2019

 "ბესლიასა და მისი ჯგუფის დატოვებით "ოცნების" უმრავლესობას სერიოზული დარტყმა არ მიადგება, მას 2/3 ყოველთვის ეყოლება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბესელიას გუნდში არის ხალხი, თუ საჭირო გახდა, თემატური თანამშრომლობა განახორციელოს ოცნებასთან" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტარაშივილი პარლამენტში განვთარებულ მოვლენებს.

"ბესლიასა და მისი ჯგუფის დატოვებით უმრავლესობას სერიოზული დარტყმა არ მიადგება, სულაც 9 ან 10-მა დეპუტატმა რომ დატოვოს, რადგან მას 2/3 ყოველთვის ეყოლება. ერთადერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება დადგეს, კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხია, ანუ "ოცნებას" აღარ ექნება საშუალება თავად გადასინჯოს კონსტიტუცია; დანარჩენი კანონპროექტებთან იგივე უფლებები რჩება და პრობლემები არ შეექმნება.

რაც შეეხება მთავრობის ნდობის ან უნდობლობის გამოცხადების საკითხს, ეს უმრავლესობით ხდება და "ოცნებას" უმრავლესობა გააჩნია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თავად ბესელია რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ მის გუნდში არის ხალხი, თუ საჭირო გახდა თემატური თანამშრომლობა განახორციელოს "ოცნებასთან" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×