რეზონანსი
23.02.2019

 (რეზონანსი) ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ლადო აფხაზავას და მოვისმენ მისი სწავლების სტილის შესახებ, - ამის შესახებ პირველ არხს 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორისმოხვედრილი ქართველი პედაგოგის შესახებ „გლობალ თიჩერ ფრაიზის" დამფუძნებელმა, „ვარკეის ფონდის" თავმჯდომარე ვიკას პოტამ განუცხადა.

ცნობილია, რომ გამარჯვებული სოლიდურ თანხას მიიღებს - საუბარია მილიონ დოლარზე. ვიკას პოტამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაში გამოიყენეს აღნიშნული თანხა წინა გამარჯვებულებმა.

„შემიძლია, მოგიყვეთ 2018 წლის გამარჯვებულზე. ეს არის პედაგოგი ლონდონიდან. ის ხელოვნებას ასწავლის. მოგებული თანხით მან საქველმოქმედო ფონდი დაარსა. ანალოგიურად მოიქცა, 2017 წლის გამარჯვებული მეგი მაკდონალდი კანადიდან. მას ასევე აქვს ფონდი, რომლიც კანადის მკვიდრ მოსახლეობაში სპორტის განვითარებას ემსახურება. საკუთარი ფონდი დაარსა პალესტინელმა მასწავლებელმაც. აქვე, მინდა ვთქვა, რომ ეს არის პერსონალური პრიზი. ასე რომ, რაში დაიხარჯება საპრიზო თანხა, გამარჯვებული პედაგოგის გადასაწყვეტია. თუ ის ამ თანხით სახლის იპოთეკურ სესხს დაფარავს, მას არავინ უსაყვედურებს", - აღნიშნა ვიკას პოტამ.

მისი თქმით, ლადო აფხაზავას გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.

„ალბათ ნანახი გაქვთ ლადოს ვიდეო. პირადად, მე შეყვარებული ვარ ამ ადამიანში. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ პირადად და მოვისმენ მისგან მისი სწავლების სტილის შესახებ, როდის გამიზიარებს შეხედულებებს განათლებაზე. ის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეჭიდა - დემოკრატია, ბავშვთა შრომა, უცხო ენის წიგნები. ჩემი აზრით, ლადო არის არაორდინალური ადამიანი. მას მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს. ის ათეულშია. ჩემი აზრით, თუკი მოიგებს, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება", - განაცხადა ვიკას პოტამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×