ვენესუელაში სიტუაცია უკიდურესად იძაბება. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ხუან გუაიდოს ინიციატივით ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ცდილობენ, მაგრამ ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, თავის მომხრეებთან ერთად აშშ-დან და სხვა ქვეყნებუდან მიღებული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას სასტიკად ეწინააღმდეგება, რასაც სისხლისღვრა და ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა.
კოლუმბიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ამერიკული სახელმწიფოების" თავმჯდომარის, ლუის ალმაგროს განაცხადა, რომ ვენესუელა-ბრაზილიისა და ვენესუელა-ოლუმბიის საზღვარებთან სამართალდამცავი ორგანოების და დემონსტრანტების შეტაკების შედეგად დაშავდა 335 ადამიანი. მისივე თქმით, 285-მდე დაჭრილი დაშავდა კოლუმბიის საზღვარზე სანტანდერისა და სიმონ ბოლივარის ხიდების ზონებში, ხოლო ბრაზილიის საზღვართან, ქალაქ სანტა-ელენა-დე-უაირენის ზონაში დაშავდა 50-მდე ადამიანი.
ნიკოლას მადურო დახმარებას მხოლოდ თავისი მცირერიცხოვანი მომხრეების მხრიდან აპირებს, რომელთა შორის რუსეთი, ჩინეთი, ბოლივია, კუბა და ნიკარაგუაა. მადუროს განცხადებით, აშშ-დან და რიგი ქვეყნებდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ და მხოლოდ მიზეზია, სინამდვილეში კი მათ ქვეყანაში იარაღის შეტანა სურთ.
ცნობილია, რომ 23 თებერვალს, ძირითადად აშშ-დან სატვირთო მანქანებით გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების საერთო წონა 300 ტონას აღწევდა, სადაც პროდუქტები და მედიკამენტები იყო.
მადუროს მომხრე სამხედროებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკებები ძირითადად მიმდინარეობს იმ რეგიონებში, საიდანაც ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ცდილობენ. დახმარების შეტანას ქვეყანაში ცდილობენ კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან.
სახმელეთო გზების გარდა, ჰუმანიტარული დახმარების ვენესუელაში შეტანას საზღვაო გზებითაც ცდილობდნენ. პუერტო-რიკოდან გამოსული ხომალდი, რომელზეც ვენესუელაში შესატანი ჰუმანიტარული დახმარება იყო, მიუახლოვდა ქვეყნის საზღვარს, თუმცა ჯერ კიდევ ნეიტრალურ წყლებში ყოფნისას მიიღო სიგნალი ვენესუელის ადგილობრივი სამხედროებისგან, რომლებიც ზღვართან მომავალ გემს ემუქრებოდნენ ცეცხლის გახსნით, რის შემდეგაც ხომალდი გაბრუნდა უკან.
მოგვიანებით, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელა წყვეტს ყოველგვარ დიპლომატიურ ურთოერთობას კოლუმბიასთან და კოლუმბიელ დიპლომატებს მისცა ზუსტად 24 საათი საიმისოდ, რომ დატოვონ ქვეყანა.
ოფიციალურმა ბოგოტამ მიიღო მადუროს მოთხოვნა და განაცხადა, რომ რაც შეიძლება მალე გაიყვანს ვენესუელიდან საკუთარ დიპლომატეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რომ კარაკასში მათ საფრთხე ემუქრებოდეთ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული რამდენიმე სატვირთო მანქანა დაწვეს. ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „ფორო ფენალის" ცნობით, მოკლეს ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი ქალი და 14 წლის მოზარდი, ხოლო მინიმუმ კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე დაპირისპირებას პარასკევს, 22 თებერვალს შეეწირა.
კოლუმბიის საზღვარზე მინიმუმ ორი სატვირთოს დაწვას ვენესუელის ოპოზიცია მადუროს რეჟიმის მომხრეებს აბრალებს, ხოლო თავის მხრივ, მადუროს მხარდაჭერები აცხადებენ, რომ სატვირთოებისთვის ცეცხლის წაკიდება ორგანიზებული იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლების მიერ.
ამჟამად, ვენესუელაში მწვავე ეკონომიკური კრიზისი და ჰიპერინფლაციაა, ხალხს არ ჰყოფნის საკვები პროდუქტები და მედიკამენტები-ასობით ათასი ვენესუელელი ემიგრაციაშია.