ტატა შოშიაშვილი
24.02.2019

 იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის აშშ-ის მხრიდან რაიმე საფრთხეს იგრძნობს,  „ცირკონის“ ტიპის სარაკეტო სისტემას დაუშენს. ამის შესახებ სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „რასია 1“ იტყობინება. 

გადაცემა „ვესტი ნედელის“ ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმისათვის უკვე შერჩეულია 5 სამიზნე აშშ-ის ტერიტორიაზე. ესენია:

პენტაგონის შენობა ვაშინგტონში, სადაც განლაგებულია შეიარაღებული ძალების სამმართველოს უმაღლესი ორგანოები და შტაბების უფროსების კომიტეტი; 

კემპ-დევიდი - სამთავრობო მმართველობის ცენტრი; 

ფორტ-რიტჩი (მერილენდის შტატი) - აშშ-ის პრეზიდენტის მართვის ცენტრი და გაერთიანებული შტაბის სამეთაურო-საშტაბო ცენტრი;

კალიფორნიის შტატში მდებარე მაკ-კლელანის შეტევითი ძალების სტრტეგიული სამმართველო; 

ვაშინგტონში არსებული ჯიმ-კრიკი-ბირთვული ძალების სამმართველოს ცენტრი.

„იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, საერთაშორისო კონვენციების დარღვევისა და ვინმეს შეწუხების გარეშე, უბრალოდ ოკეანეებში განვალაგებთ „ცირკონის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილ ჩვენს წყალქვეშა ნავებს, რომელთაგანაც თითოეულს 40 რაკეტა ექნება, რუსეთის ჰიპერბგერითი იარაღის მოქმედების ზონაში მაშინვე აღმოჩნდება გადაწყვეტილების მიღების სწორედ ის ამერიკული ცენტრები, რომლის შესახებაც საუბრობდა პუტინი.

„ჩვენს ხომალდებს მშვიდად ვაყენებთ სანაპიროდან 400 კმ-ის მოშორებით. გადაწყვეტილების მიღების ყველა ეს ცენტრიც არც ისე შორისაა სანაპიროსგან. ვთქვათ, კიდევ 400 კმ, ჯამში გამოდის 800 კმ. „ცირკონი“ 11 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. გამოდის, რომ 800 კილომეტრის დასაფარად მას 5 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება“, - აღინიშნა გადაცემა „ვესტი ნედელი“.

რუსი სამხედრო ექსპერტი, თადარიგის კონტრ-ადმირალი ვსევოლოდ ხმიროვი მიიჩნევს, რომ ეს სტრატეგია მეტად ეფექტურია, რადგანაც დროის ამ მცირე მონაკვეთში ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მხოლოდ რაკეტების დაფიქსირებას მოახერხებენ, ჰაერში მათ განადგურებას კი - ვერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×