თბილისის მერი კახა კალაძე “ინსტაგრამის” პირად გვერდზე დაახლოებით 15 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ის “მილანის” საფეხბურთო კლუბის წევრებთან ერთად არის გადაღებული.
ფოტოზე სავარაუდოდ, საახალწლო კარნავალია აღბეჭდილი – კლუბის წევრები კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი, მათ შორის კახა კალაძე რომაელი მეომარია. ფოტოზე ასევე ამოიცნობთ “მილანის” უძლიერესი შემადგენლობის წევრებს და კალაძის მეგობრებს: შევჩენკოს, მალდინის, გატუზოს, დიდას, ზეედორფსა და სხვებს.
პრესტიჟული იტალიური კლუბის წევრი კალაძე 2001 წელს გახდა. „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა, რითაც კალაძე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა. ის 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი.
(ამბები)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე