რეზონანსი
25.02.2019

 სატელევიზიო სიუჟეტს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ყურების შესახებ მოქალაქე ნოდარ ჯაფარიძე ეხმაურება: "ბესელიას ნამუსი რომ ჰქონდეს, მაგის ვიდეოს გამო ვინც დაიჭირეს, ყველა ოჯახს უნდა დაეხმაროს და იმათაც ვინც დაიჭირეს, მარა ასეთები შორს არიან ადამიანობისგან!"

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო 16 ახალგაზრდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მათ შორის ერთი 19 წლის ანა აროშიძეა, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ მამას უვლის. 31 იანვარს მან სოციალური ქსელით ვიდეო მიიღო.

ახალგაზრდები პირად მიმოწერაში მსჯელობდნენ იყო თუ არა ამ კადრებში ის პოლიტიკოსი, რომლის მაკომპრომეტირებელი კამპანია მისივე გუნდის წევრებმა დაიწყეს, ეკა ბესელიას ამოსაცნობად ანამ ვიდეო თავის 3 მეგობარს გადაუგზავნა. რამდენიმე საათში კი შუაღამისას ანასთან სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა. ის დააპატიმრეს. მის მიერ გაგზავნილი. ინტერნეტ ბმულის გამო მისი მეგობრებიც დაიჭირეს.

P.S.-ის ინფორმაციით, ანა აროშიძის მამა ისე გარდაიცვალა, რომ შვილის მომავალი გაურკვეველი დარჩა, გოგონას თავდებში დასახსნელად დედამ მხოლოდ 100 ლარის სესხება შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×