რეზონანსი
25.02.2019

 (რეზონანსი) სალომე ქემაშვილის ახლობელი, ნუნუკა მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

შენი საყვარელი მურმან ჯინორია ესტუმრა ბორჯომს, რომლის პირადად გაცნობაზეც ოცნებობდი და მჯერა გაიცნობდი კიდეც, რომ დაგცლოდა.დავესწარი ორივეს სიყვარულით და მოვუსმინე ტკივილთან ერთად.ვიცი, შენ სხვანაირად ბედნიერი იქნებოდი დამთავრებისას, ემოციებით აღსავსე, მაშინვე მომწერდი გახარებული და მომიყვებოდი შენებურად.მახსოვს თბილისში გამართულ, გრიგორი ლეფსის კონცერტს, ტელეფონით რომ მასმენინებდი ამაღლებული ოვაციებით.შენ ხომ სხვანაირად გრძნობდი ყველაფერს, რადგან თვითონ იყავ განსხვავებული და საყვარელი.აუტანელია სალო უშენობა, თითქოს დრო გაჩერდა, შენ სხვანაირად მათბობდი და მახალისებდი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×