რეზონანსი
25.02.2019

 (რეზონანსი) დეკანოზი გიორიგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც დეკანოზი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დიაგნოზი ხელთ არ აქვთ და ვერ დაადგინეს რა გახდა დეკანოზი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი, დეკანოზს სჭიდება მომვლელი და შესაფერისი პირობები.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ციხის საავადმყოფო „სულიერი და ფიზიკური სასაკლაოა".

„როცა მამა გიორგი ღუდუშაურის კლინიკიდან გაჰყავდათ, ერთმა ბადრაგმა ჩუმად ჩამილაპარაკა, როცა გამიარა: ძალიან, ძალიან ფრთხილად იყავითო", - აცხადებს ადვოკატი „ალიასთან" საუბარში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×