თამარ შუკვანი
25.02.2019

 „მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა უმრავლესობასთან მალე დამთავრდება, - ჩვენ შეიძლება დავტოვოთ უმრავლესობა. ამაზე მსჯელობა გვაქვს. არის კანონპროექტები, რაღაც საკითხები - ველაპარაკებით უმრავლესობას, მთავრობას და უახლოეს ხანებში ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. განვაცხადე, რომ ასეთი მოლოდინი არსებობს, შესაძლოა ეს ამით დამთავრდეს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი უმრავლესობის შესაძლო დატოვების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მსგავსი ხასიათის საუბრები ხშირად ჰქონია - რომ თავად ჟორჟოლიანი და მისი ფრაქციის წევრები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი სახით მიიღებდნენ მონაწილეობას.

„პირველად არ ყოფილა ჩვენ შორის ეს საუბარი. ბატონი ბიძინა არის პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მე კიდევ - სოციალ-დემოკრატების. ჩვენ საუბარი ხშირად გვაქვს ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის, განათლების პოლიტიკის საკითხებზე და მათ შორის ამ საკითხზე - სავარაუდოდ 2020 წელს დამოუკიდებლად მივიღებდით მონაწილეობას.

„ეს საუბარი პირველად არ ყოფილა. ასეთი საუბრები კარგა ხანია არის და ახლა შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცესი," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×