რეზონანსი
25.02.2019

 (რეზონანსი) ბიზნეს ცენტრში უმრავლესობის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ამ დრომდე გრძელდება. შუშის სასახლე ცოტა ხნის წინ დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ დატოვა.

როგორც კვიჟინაძემ "პრაიმტაიმთან" საუბრისას განმარტა, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებზე იყო საუბარი. იმაზე თუ როგორ ხედავენ უმრავლესობის წევრები ეკონომიკურ თემებს, რა პრობლემებია ამ კუთხით.

კითხვაზე იყო თუ არა შეხვედრაზე ეკა ბესელიაზე, ასევე გედევან ფოფხაძეზე და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე საუბარი დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი ამ მიმართულებით არ არის და შესაბამისად პასუხის გაცემაც არ შეუძლია.

პაატა კვიჟინაძესთან ერთად შეხვედრაზე ირალი კოვზანაძე და არჩილ თალაკვაძეც იმყოფებოდნენ, რომელთაც ბიზნეს ცენტრი უკომენტაროდ დატოვეს.

პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×