რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე „რეზონანსთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, თუმცა, მისი ცნობით, იგი ივანიშვილს მარტო შეხვდა და მათი საუბარი 27 თებერვალს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას შეეხებოდა.
„მართალია, ამ შეხვედრას პოლიტიკური თემები მიაბეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა მქონდა და იქ არც სხვა პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ და მით უფრო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე არ გვისაუბრია.
„შეხვედრა იყო ინფორმაციული ხასიათის და ეხებოდა პრაღაში 27 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში იმართება. ტრადიციულად, ამ შეხვედრაზე იხილება საკითხები ორმხრივ ურთირთობებთან დაკვშირებით, კერძოდ სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე. მორიგ შეხვედრაზე სავარადოდ საუბარი შეეხება 2011 წლის შეთანხმებას, საბაჟო მონიტორინგის შესახებ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ.