რეზონანსი
26.02.2019

 (რეზონანსი) შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს, - ამის შესახებ განცხადებას მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ აკეთებს.

მისივე თქმით, შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორე მხრივ, მისგან შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე.

„ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და, მეორე მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე. ან ერთი გზით შეგიძლია განავითარო მოვლენები, ან - მეორე გზით. საპატრიარქომ თქვა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას თხოვს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეწყალების საკითხზე საუბარია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×