ელზა პაპოშვილი
26.02.2019

15 წლი გოგონა დეიდას ძალადობაში ადანაშაულებს. რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე მასწავლებელს მოუყვა, რომ მასზე დეიდა სისტემატიურად ძალადობს და  ფიზიკურ შრომას აიძულებს. მოზარდი ობოლია და მას მშობლები არ ჰყავს, მისი ერთადერთ მეურვე  კი დეიდაა. გოგონამ სკოლის დირექციას უამბო, რომ დეიდა მას სცემს და ასევე სახლის საქმეების გაკეთებს აიძულებს. მას თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავს, ამიტომ როგორც ფიზიკურს ასევე, ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის.

„რეზონანსს“ მანდატურის სამსახურში განუცხადეს, რომ გოგონას მონაყოლის შემდეგ, მანდატურმა სკოლაში საპატრულო ეკიპაჟი და სოციალური სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. მათ საქმის კურსში ყველა პასუხისმგებელი ორგანო ჩააყენეს, რის შემდეგაც გოგონა ქვემო ქართლის  სოციალური სამსახურის სააგენტოში გადაამისამართეს. 

„გოგონამ  შესაძლო ძალდობის ფაქტზე სკოლის დირექციას აცნობა. ჩვენი მხრიდან მაშინვე  ფაქტის მოკვლევა დაიწყო და საქმის კურსში ყველა პასუხისმგებელი ორგანო ჩავაყენეთ. გოგონასთან მაშინვე მუშაობა სკოლის ფსიქოლოგმა დაიწყო. ადგილზე კი პოლიცია გამოვიძახეთ და ინფორმაცია ასევე  სოცილური სამსახურის სააგენტოს მივაწოდეთ. გოგონა გადამისამართებულია სააგენტოში და მასზე სოციალური მუშაკები იზრუნებენ. ფაქტის ირგვლივ კი გამოძიბეა დაიწყო“, - განუცახდეს „რეზონანსს“ მანდატურის სამსახურში. 

მე-18 საჯარო სკოლის ადმინისტრაციაც მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ მოსწავლემ ძალადობის შესახებ ინფორმაცია სკოლას თავად მიაწოდა. მან თქვაა, რომ დეიდა მას სცემს და ფიზიკურად მუშაობას აიძულებს, ამიტომაც  მასთან დაბრუნების და ცხოვრების სურვილი აღარ ჰქონდა. 

ვინაიდან გოგონას მეურვე მხოლოდ დეიდაა, რადგანაც ბავშვს მშობლები არ ჰყავს, მას წასასვლელი არსად აქვს. ამიტომაც საქმეში სოცილური სამსახურის სააგენტო ჩაერთო. სკოლაში ამბობენ, რომ აქმადე გოგონაზე რაიმე ძალადობის ნიშნები არ შეუმჩნევიათ და მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ აქამდე რომ რაიმე ეჭვი მაინც ჰქონოდათ, საქმეში პოლიციას და სოციალურ სამსახურს ჩართავდნენ. გოგონას სკოლაში დადებით მოსაწვლედ ახასიათებენ და ამბობენ, რომ მისი მხრიდან რაიმე დისიპლინურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და აკადემიური მოსწრებითაც დამაკმაყოფილებელი ქულები აქვს. 

შსს-ში მომხდარ  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×